თავიდაშვილი ხატია  ზვიადის ასული
თავიდაშვილი ხატია  ზვიადის ასული

თავიდაშვილი ხატია ზვიადის ასული  (08.II.1992, აბაშა), გეოგრაფი. დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახ. თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტი (2017). მუშაობა დაიწყო ივ. ჯავახიშვილის სახ. თსუ–ის მ. ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინ-ტში მეცნიერ–თანამშრომლად (2018–დან). მონაწილეობა მიიღო საერთაშ. სამეცნ. კონფერენციაში და გამოქვეყნებული აქვს სტატიები სამეცნ. ჟურნალებში:,,Comparison of the Radar and Ground-Level Characteristics of the Hail Process on 10 june 2017 in Tbilisi“ (საერთაშ. სამეცნ. კონფერენცია:ეკოლოგიის თანამედროვე პრობლემები. შრომები = Proceedings. ქუთაისი, 2018, ტ. VI); "Natural Disasters in the 21st Century: Monitoring, Prevention, Mitigation“ (საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სტიქიური უბედურებები 21 საუკუნეში: მონიტორინგი, პრევენცია.თბ., 2021); ,,1971-2020 წლებში თბილისში ქარის დღიური სიჩქარის სტატისტიკური ანალიზის ზოგიერთი შედეგი” (საერთაშ. სამეცნ. კონფერენცია:გეოფიზიკური პროცესები დედამიწასა და მის გარსებში. თსუ-ის შრომები, 2023); ,,ადიგენისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში ძლიერი ნალექების ანალიზი 2025 წლის 21 ივლისს, თანამგზავრული გაზომვების საფუძველზე” (Iსაერთაშ. სამეცნ. კონფერენცია:გეოფიზიკის თანამედროვე პრობლემები. შრომები, 2025); ,,ნალექების გარემოზე ზემოქმედების კვლევის ზოგიერთი შედეგი საქართველოს ზოგიერთ რეგიონში მიწის დონისა და თანამგზავრული გაზომვების გამოყენებით” (საერთაშ. სამეცნ. კონფერენციის მასალები:ბუნებრივი ეკოსისტემების შესწავლა და მდგრადი გამოყენება თანამედროვე კლიმატის ცვლილების პირობებში. სტუ-ის ჰიდრომეტეოროლოგიის ინ-ტის სამეცნ. მიმოხილვითი შრომები, 2025, №137).